Monday, May 23, 2011

განათლება


განათლებას ქალაქ ნიუ-იორკში უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით საზოგადო და კერძო სასწავლო დაწესებულება. ქალაქის საზოგადოებრივ სკოლათა სისტემა, ნიუ-იორკ სიტის განათლების დეპარტამენტი, უმსხვილესია აშშ-ში. ნიუ-იორკში მდებარეობს მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი. ქალაქი განსაკუთრებით ცნობილია, როგორც სამედიცინო და სიცოცხლის მეცნიერებათა კვლევის გლობალური ცენტრი.

ნიუ-იორკში ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი პოსტ-სამაგისტრო ხარიხი გაიცემა, მას 40.000 ლიცენზირებული ექიმი და 127 ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს, რომელთაც ორდინატურა ადგილობრივ საგანმანათლებლო თუ კვლევით დაწესებულებებში აქვთ. ქალაქი ქვეყნის მასშტაბით მეორეა დაფინანსებით ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტიდან. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ქალაქში ქვეყნის საუკეთესო და ყველაზე უარესი საშუალო სკოლები თანაარსებობს. 2004 წლიდან მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ქალაქში მასშტაბური სასკოლო რეფორმა წამოიწყო.

ნიუ-იორკის შტატი კოლეჯის სტუდენტების ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორია: სტატისტიკური მონაცემებით გაცილებით მეტი პირველკურსელი ტოვებს მშობლიურ შტატს ნიუ-იორკის კოლეჯში სასწავლებლად ვინემ ნებისმიერ სხვა შტატში, კალიფორნიის ჩათვლით. შესაბამისად, ნიუ-იორკ სიტის ქველაზე მეტი კოლეჯის სტუდენტი ჰყავს, ვინემ ნებისმიერ სხვა ქალაქს, მათ შორის ბოსტონსაც. ამჟამად ქალაქის 61 უნივერსიტეტსა და კოლეჯში დაახ. 594.000 სტუდენტი სწავლობს.


განათლებას ქალაქ ნიუ-იორკში უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით საზოგადო და კერძო სასწავლო დაწესებულება. ქალაქის საზოგადოებრივ სკოლათა სისტემა, ნიუ-იორკ სიტის განათლების დეპარტამენტი, უმსხვილესია აშშ-ში. ნიუ-იორკში მდებარეობს მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი. ქალაქი განსაკუთრებით ცნობილია, როგორც სამედიცინო და სიცოცხლის მეცნიერებათა კვლევის გლობალური ცენტრი.

ნიუ-იორკში ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი პოსტ-სამაგისტრო ხარიხი გაიცემა, მას 40.000 ლიცენზირებული ექიმი და 127 ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს, რომელთაც ორდინატურა ადგილობრივ საგანმანათლებლო თუ კვლევით დაწესებულებებში აქვთ. ქალაქი ქვეყნის მასშტაბით მეორეა დაფინანსებით ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტიდან. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ქალაქში ქვეყნის საუკეთესო და ყველაზე უარესი საშუალო სკოლები თანაარსებობს. 2004 წლიდან მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ქალაქში მასშტაბური სასკოლო რეფორმა წამოიწყო.

ნიუ-იორკის შტატი კოლეჯის სტუდენტების ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორია: სტატისტიკური მონაცემებით გაცილებით მეტი პირველკურსელი ტოვებს მშობლიურ შტატს ნიუ-იორკის კოლეჯში სასწავლებლად ვინემ ნებისმიერ სხვა შტატში, კალიფორნიის ჩათვლით. შესაბამისად, ნიუ-იორკ სიტის ქველაზე მეტი კოლეჯის სტუდენტი ჰყავს, ვინემ ნებისმიერ სხვა ქალაქს, მათ შორის ბოსტონსაც. ამჟამად ქალაქის 61 უნივერსიტეტსა და კოლეჯში დაახ. 594.000 სტუდენტი სწავლობს.


ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტი (CUNY), 450.000 სტუდენტით, სიდიდით მესამეა აშშ-ში, და ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს საკუთარ კურსდამთავრებულთა შორის მსოფლიოში. სტუდენტთა უმრავლესობა ქალაქში ჩამოსული ახალი ემიგრანტები არიან და 145 ქვეყანას წარმოადგენენ. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან კოლინ პაუელი, ენდრიუ გროუვი (ინტელის თანადამფუძნებელი), ჰარვი პიტი, პოლ საიმონი და სხვ.
ზემო მანჰეტენზე მდებარეობს კოლუმბიის უნივერსიტეტი, აივი ლიგის წევრი. უნივერსიტეტი დაარსდა 1754 წელს როგორც „კინგის კოლეჯი“ და სიძველით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია აშშ-ში. მისი არსებობის ადრეულ წლებში ალექსანდრე ჰამილტონი, ჯონ ჯეი, გუვერნერ მორისი და რობერტ ლივინსტონი კოლუმბიაში სწავლობდნენ. ბარნარდის კოლეჯი უაღრესად შერჩევითი ქალთა კოლეჯია, ერთ-ერთი შვიდ დობილთა შორის, და კოლუმბიის ფილიალია.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (NYU) ქვემო მანჰეტენზე მდებარეობს და უმსხვილესი კვლევითი უნივერსიტეტია. 1831 წელს ღვაწლმოსილი ნიუ-იორკელების დაფუძნებული უნივერსიტეტი უმსხვილესი კერძო, არამომგებიანი უმაღლესი სასწავლებელი გახდა აშშ-ში 39.408 სტუდენტით წელიწადში. უნივერსიტეტს 14 ფაკულტეტი, კოლეჯი და განყოფილება აქვს ექვს კამპუსზე მანჰეტენის სხვადასხვა უბანში.
კუპერ იუნიონი უფასო სასწავლებელია ხელოვნების, არქიტექტურისა და საინჟინრო მეცნიერების განხრით. ეს თითქმის ექსკლუზიური კერძო დაფინანსების სკოლა ისტ ვილიჯში ამაყობს ყველაზე დაბალი მიღების პროცენტული დონით აშშ-ში (10~20%) და მხოლოდ 900 ნარჩევი სტუდენტი ჰყავს.
ფორდჰემის უნივერსიტეტი, რომელსაც კამპუსები მანჰეტენზე და ბრონქსში აქვს, პირველი კათოლიკური უნივერსიტეტი იყო ჩრდილოაღმოსავლეთში. ის 1841 წელს დაფუძნდა და მას იეზუიტები მართავდნენ. უნივერსიტეტს ოთხი საბაკალავრო სკოლა და ექვსი სამაგისტრო სკოლა აქვს იურისპრუდენციაში, საზოგადოებრივ საქმეში, ბიზნესში, რელიგიაში და ხელოვნებაში. ნიუ-იორკის გარდა ფორდჰემს აქვს კამპუსი ბეიჯინში, ჩინეთი.
 

არქიტექტურა

ნიუ-იორკისთვის ყველაზე დამახასიათებელი მშენებლობის ფორმა ცათამბჯენია, პიონერული ურბანული ფორმა, რომელმაც ქალაქის იერი დაბალი სიმჭიდროვის ევროპული ტრადიციიდან ვერტიკალურად აზიდულ ბიზნეს უბნებად აქცია. ძირითადად წყლით შემოფარგლული ნიუ-იორკის მცხოვრებთა სიმჭიდროვემ და კომერციულ უბნებში უძრავი ქონების სიძვირემ განაპირობა ქალაქში ინდივიდუალური, ცალკემდგომი ოფისებისა და საცხოვრებელი კოშკების უდიდესი რაოდენობა მსოფლიოში.


 ნიუ-იორკს არქტიტექტურულად მნიშვნელოვან შენობათა ფართო სპექტრის სტილის დიდი რაოდენობა აქვს. მათ შორისაა ვულუორზ ბილდინგი (1913), ადრეული გოთური აღორძინების ცათამბჯენი აგებული მასიური მასშტაბის გოთური დეტალებით, რომელიც რამდენიმე ასეული ფუტიდანაც კი ქუჩის დონიდან გარკვევით ჩანს შეუიარაღებელი თვალით. 1916 წლის ზონირების რეზოლუციით დაკანონდა შენობების გამიჯვნა და სიმაღლის კოეფიციენტები ლოტების ზომასთან მიმართებაში, ქუჩების დაბნელების თავიდან ასაცილებლად. არტ-დეკოს სტილის კრაისლერის შენობა (1930), მისი დავიწროებული სახურავითა და ლითონის ქიმით, ამ ზონირების მოთხოვნის გამოძახილი იყო. ეს შენობა მრავალ ისტორიკოსთა და არქიტექტორთა მიერ ნიუ-იორკის ყველაზე დახვეწილ არქიტექტურულ ნიმუშად მიიჩნევა, მისი გამორჩეული ორნამენტულობით, როგორიცაა 61-ე სართულის 1928 წლის კრაისლერის მოდელის არწივის ჩუქურთმა და V-ფორმის ჩაშენებული განათება კოშკის გვირგვინში, რომელსაც ლითონის ქიმი ამშვენებს.საერთაშორისო სტილის აშშ-ში ზედმიწევნით გავლენიანი ნიმუშია სიგრამის შენობა (1957), გამორჩეული მის ფასადში ხილული ბრინჯაოსფერი კარკასით, რომელიც შენობის სტრუქტურას იმეორებს. კონდე ნასტის შენობა (2000) კი ამერიკულ ცათამბჯენებში ე.წ. მწვანე დიზაინის მნიშვნელოვანი ნიმუშია.




ნიუ-იორკის საცხოვრებელი უბნების ხასიათს უმეტესწილად განაპირობებს ელეგანტური ბრაუნსტოუნის ტერასული სახლები, ტაუნჰაუზები და საბინაო კომპლექსები, რომლებიც 1870—1930 წლების სწრაფი ექსპანსიის პერიოდში აშენდა ქვა და აგური ქალაქის მთავარი სამშენებლო მასალა 1835 წლის დიდი ხანძრის შემდეგ გახდა, რომელმაც ქალაქის თითქმის მთელი ხის კარკასით ნაგები ნაწილი გაანადგურა. პარიზისგან განსხვავებით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მისივე გრუნტის კირქვით შენდებოდა, ნიუ-იორკი სამშენებლო მასალას ყოველთვის შორეული ქვის მაღაროებიდან იღებდა, რაც კარგად ჩანს მისი შენობების ფასადის მრავალფეროვან ქვის ფაქტურაზე და ტონებზე. ქალაქის მრავალი შენობის გამორჩეული ელემენტია სახურავებზე აღმართული ხის წყლის კოშკები. 1800-იან წლებში ქალაქი საჭიროებდა მათ დამონტაჟებას ექვს სართულზე მაღალ ყველა შენობაზე, რათა თავიდან აეცილებინათ წყლის დიდი წნევა დაბალ სართულებზე, რომელსაც მუნიციპალური კანალიზაცის მილების დახეთქვა გამოწვევა შეეძლო. ბაღებიანი სახლები პოპულარული გახდა 1920-იან წლებში ქალაქის გარეუბნებში, მათ შორის ჯექსონ ჰაიტსში, ქუინსი, რომელიც უფრო ადვილად მისასვლელი გახდა ამ უბანში მეტროს გაყვანის შემდეგ.

ისტორია


არემარის იტალიელი ჯოვანი და ვერაძანოს მიერ აღმოჩენის პერიოდში რეგიონი დასახლებული იყო ლენაპეს ტომის ადგილობრივი ინდიელებით. ვერაძანომ ნიუ-იორკის ყურეში შესცურა თუმცა გზა აღმა მდინარეზე არ გაუგრძელებია და ისევ ატლანტის ოკეანეშიდაბრუნდა. არემარის კარტოგრაფია მოახდინა ინგლისელმა ჰენრი ჰუდსონმა, რომელიც ჰოლანდიის მონარქის მიერ იყო დაქირავებული. ჰუდსონმა კუნძული მანჰეტენი 1609 წლის 11 სექტემბერს აღმოაჩინა და გააგრძელა გზა აღმა მდინარეზე, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, სანამ დღევანდელი ალბანის ტერიტორიას მიაღწევდა. ჰოლანდიელებმა ამ ადგილას ახალი ამსტერდამი 1613 წელს დააარსეს, რომელსაც თვითმმართველობა 1652 წელს მიენიჭა. 1664 წელს ქალაქი ბრიტანელებმა დაიპყრეს და მას „ნიუ იორკი“ გადაარქვეს ინგლისელი ჰერცოგი იორკის სახელზე. ჰოლანდიელებმა 1673 წლის აგვისტოში მცირე ხნით მოახერხეს ქალაქის დაბრუნება და მას „ნიუ ორანჟი“ დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში იგი საბოლოოდ დაკარგეს.

ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ ნიუ-იორკი აგრძელებს განვითარებას, თუმცა ქალაქში უკმაყოფილება პოლიტიკური დამოკიდებულების გამო დღითიდღე იზრდებოდა. ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდში აქ მრავალ მნიშვნელოვან ადრეულ ბრძოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ქალაქი ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩა ომის დამთავრებამდე და ის ბოლო პორტი იყო, რომელიც ბრიტანელებმა 1783 წელს დატოვეს.
1788-90 წლებში ნიუ-იორკ სიტი ახლად შექმნილი აშშ-ის დედაქალაქი იყო. 1825 წელს ერის არხის გახსნის შემდეგ ნიუ-იორკს შესაძლებლობა მიეცა ეკონომიკური მნიშვნელობით ბოსტონისა და ფილადელფიისთვის გაესწრო, ხოლო ადგილობრივი პოლიტიკა დომინირებული გახდადემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მანქანით „ტამანი ჰოლ“, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ირლანდიელი იმიგრანტები იყვნენ. მომდევნო პერიოდში ქალაქის მდიდარი ფენა ახალი ეკონომიკური მექნიზმების საშუალებით სულ უფრო ძლიერდება, ხოლო პარალელურად ქალაქის ღარიბი იმიგრანტი მუშა კლასიც იზრდება. ამავე პერიოდში ყალიბდება ეკონომიკური და მუნიციპალური კონსოლიდაცია ქალაქის ხუთ მთავარ რეგიონს შორის, რაც იფიციალურად 1898 წელს გაფორმდა.

ახლად-კონსოლიდირებული ქალაქის გამთლიანებას ხელი შეუწყო ახალი სატრანსპორტო კვანძების სერიამ, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო ნიუ-იორკის მეტროს გახსნა 1904 წელს. ევროპული იმიგრაციის ახალმა ტალღამ სოციალური აღმავლობა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ანტიკაპიტალისტური პროფკავშირების გავლენა შეზღუდა. მოგვიანებით, 1920-იან წლებში, ქალაქს მოაწყდა აფრო-ამერიკული მოსახლეობა სამხრეთი შტატებიდან „დიდი მიგრაციის“ ტალღით. ამ პერიოდში აყვავდა ჰარლემის რენესანსი, რაც თავის მხრივ „პროჰიბიციის“ (შეზღუდვა) ერის ბუმის ნაწილი იყო, რომლის პერიოდში მთელი ნიუ-იორკის ხედი რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის აქ მშენებარე სიმაღლეში მოპაექრე ცათამბჯენების წყალობით. 1925 წელს ნიუ-იორკმა ლონდონს გაუსწრო მსოფლიოს ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქის სტატუსში.
დიდი დეპრესიის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იზარალა, რასაც შედეგად რეფორმისტი მერის ფიორელო ლაგუარდიას არჩევა მოჰყვა, ბოლო მოუღო რა „ტამანი ჰოლის“ 80-წლიან პოლიტიკურ დომინირებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ინდუსტრიულმა და საპორტო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოკავშირეთათვის სამხედრო დანადგარებისა და ამუნიციის მიწოდებაში. ამ პერიოდში ქალაქის მსოფლიო ლიდერის სტატუსი სულ უფრო მკაფიო ხდება, უოლ სტრიტის მნიშვნელოვანი წვლილით ამერიკის მსოფლიო წამყვან ეკონომიკურ ძალად აღმოცენებაში. გაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკში დაფუძნებამ ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ გავლენას, ხოლოაბსტრაქტული ექსპრესიონიზმის აღმავლობამ პარიზს მსოფლიო ხელოვნების ცენტრის ტიტული წაართვა. ყოველივე ამას ქალაქის განახლებული ეკონომიკური ბუმი მოჰყვა 1950-იან წლებში. თუმცა მოგვიანებით, ინდუსტრიული და კომერციული პრიორიტეტების ცვლილებამ, შეძლებული ფენების მასიურად ქალაქგარეთ გადანაცვლებამ და კრიმინალის ზრდამ ნიუ-იორკი 1970-იან წლებში ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.
1980-იანი წლები მოკრძალებული ბუმით აღინიშნა, რომელმაც პიკს 1990-იანებში მიაღწია. რასობრივი სიმწვავე განელდა, კრიმინალის დონე მკვეთრად დაეცა, ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, ახალმა იმიგრაციამ ქალაქს მრავალფეროვნება და სიცოცხლე შეჰმატა და პირველად მის ისტორიაში ნიუ-იორკის მოსახლეობამ 8 მილიონიან ზღვარს გადააჭარბა. 90-იანი წლების ბოლო დოტ-კომის ბუმმა ქალაქს მნიშვნელოვანი ფინანსური ძლიერება მოუტანა, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბუმის ათწლეულის დაჩქარებაში.
21-ე საუკუნის დასაწყისი ქალაქში ტრაგიკული მოვლენით აღინიშნა: 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევამ ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა კრიზისი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დანგრეული სავაჭრო ცენტრის ადგილას 2010 წლისთვის იგეგმება ახალი 1776 ფუტის სიმაღლის ფრიდომ ტაუერის დასრულება

გეოგრაფია და ბუნება

ნიუ-იორკ სიტი ბოსვაშ მეგაპოლისის (BosWash) ცენტრში მდებარეობს, 350 კმ-ში ბოსტონიდან და 353 კმ-ში ვაშინგტონიდან. ქალაქის საერთო ფართობია 1.212.4 კმ², რომლის 35,31% წყალზეა. ქალაქი სამ მთავარ კუნძულზეა განლაგებული — მანჰეტენი, სტეიტენ-აილენდი და დასავლეთ ლონგ-აილენდი. ბრონქსი ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტალურ ამერიკაში მდებარეობს.

ნიუ-იორკის სავაჭრო მნიშვნელობა განპირობებულია მისი საუკეთესო ბუნებრივ ყურეზე მდებარეობით, რომელსაც ზემო ნიუ-იორკის უბე ქმნის გარშემორტყმული მანჰეტენით, ბრუკლინით, სტეიტენ-აილენდითა და ნიუ-ჯერსის სანაპიროთი. ატლანტის ოკეანისგან დაცულია ბრუკლინისა და სტეიტენ-აილენდის სარტყლით ქვემო ნიუ-იორკის უბეში. მდ. ჰუდზონი მოედინება ჰუდზონის ხეობიდან ნიუ-იორკის უბეში, ჰყოფს რა ბრონქსსა და მანჰეტენს ნიუ-ჯერსისგან. ისტ-რივერი, ფაქტობრივად დინების წარმოქმნილი სრუტე, ლონგ-აილენდიდან ნიუ-იორკის უბემდე იჭიმება და ბრონქსსა და მანჰეტენს ლონგ-აილენდისგან ჰყოფს. ჰარლემის მდინარე, კიდევ ერთი დინების სრუტე მდინარეებს ისტსა და ჰუდსონს შორის, მანჰეტენს ბრონქსისგან ჰყოფს.ქალაქის გეოგრაფიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის ჩარევით ჰოლანდიელთა კოლონიური დროებიდან მოყოლებული სანაპირო ზოლზე წყლისგან მიწის წართმევით. ეს პროცესი ყველაზე თვალსაჩინოა ქვემო მანჰეტენზე ბატერი-პარკ სიტიში თანამედროვე განვითარებით. ბუნებრივი ტოპოგრაფიული უსწორმასწორობა თითქმის სრულიად აღმოიფხვრა, განსაკუთრებით მანჰეტენზე. რაც ფაქტობრივად სიტყვა „მანჰეტენის“ (ბორცვიანი კუნძული) თავდაპირველ მნიშვნელობას ეწინააღმდეგება.




იტალიის ტოსკანისა და ფრანგული რივიერას გრძედზე უფრო სამხრეთით მდებარეობის მიუხედავად ნიუ-იორკი ნესტიანი კონტინენტური კლიმატით გამოირჩევა, რომელზეც ჩრდილო-ამერიკის კონტინენტური ცივი ქარები ახდენს ზეგავლენას. ნიუ-იორქის ზამთრები ტიპიურად ცივია, თუმცა შედარებით ზომიერი იმავე გრძედზე მდებარე სხვა კონტინენტურ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით. −20 °C-ზე ნაკლები ტემპერატურა იშვიათია, ძირითადად შუაგულ ზამთარში ღამის ტემპერატურა −10 °C-ს ქვევით არ ეცემა. თოვლის საერთო რაოდენობა ზამთრის განმავლობაში 60 სმ-ას არ აღემატება, თუმცა ბოლო ოთხი ზამთრის (2003-06) განმავლობაში შედარებით მაღალი თოვლიანობა დაიჭირა (>100 სმ) ყოველ სეზონზე. ზამთარში წვიმა უფრო ხშირია ვინემ თოვლი ატლანტის ოკეანის თბილი ჰავის ზეგავლენით.
გაზაფხული ნიუ-იორკში ზომიერი, ხშირად საკმაოდ ცხელი, იცის, ტემპერატურა მერყეობს 10-15 °C-ში. ზაფხული ცხელი და ტენიანია, ტემპერატურა ხშირად 32 °C-ს აღემატება. შემოდგომა ზომიერი და სასიამოვნო იცის ხშირი მზიანი ამინდებით და 15-20 °C ტემპერატურით.


გარემოს დაცვის პრობლემები ქალაქში ძირითადად მისი მოსახლეობის უკიდურეს სიმჭიდროვესთან არის დაკავშირებული. მასტრანზიტის გამოყენების დონე ყველაზე მაღალია ქვეყნის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ბენზინის მოხმარების დონე კი 1920-იან წლებში ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს უტოლდება.ნიუ-იორკ სიტის მჭიდრო მოსახლეობა და ავტომობილზე დამოკიდებულების დაბალი დონე ქალაქს ყველაზე ენერგოეფექტურს ხდის აშშ-ში.ქალაქის სათბურის აირების გამოყოფის დონე შედარებით დაბალია ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, 7,1 მეტრული ტონა ერთ სულზე, რაც სან-ფრანცისკოს მაჩვენებელზე დაბალია (11,2 მტ), და გაცილებით ჩამორჩება ქვეყნის მაჩვენებელს (24,5). ნიუ-იორკელები ქვეყნის მოსახლეობის 2,7%-ს შეადგენენ, თუმცა მათზე ქვეყნის სათბურის აირების მხოლოდ 1% მოდის. საშუალო ნიუ-იორკელი სან-ფრანცისკოელზე ორჯერ და დალასელზე ოთხჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს .

დიდი რაოდენობით კონცენტრირებული დაბინძურება ქალაქში ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების მაღალი შემთხვევიანობის გამომწვევია მოსახლეობაში. ბოლო წლებში ქალაქის მთავრობამ გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ზომები მიიღო. შესაბამისად, ის ქალაქის მთავრობის ოფისებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მხოლოდ ენერგოეფექტურ მოწყობილობას იძენს.ნიუ-იორკს ქვეყნის მასშტაბით უდიდესი სუფთა ჰაერის დიზელ-ჰიბრიდი და კომპრესული ბუნებრივი აირის ავტობუსების პარკი ჰყავს და პირველი ჰიბრიდული საწვავის ტაქსები. ქალაქი ასევე ლიდერობს ენერგოეფექტური მწვანე შენობების მშენებლობის რაოდენობით, რომელთა შორის ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუშია ჰერსტის ტაუერი.ქალაქს სასმელი წყალი ბუნებრივი წყალსაცავიდან მოეწოდება კატსკილის მთებიდან. წყალსაცავის ბუნებრივი ეკოსისტემის დაცვისა და წყლის უწყვეტი ფილტრაციის პროცესის შედეგად ნიუ-იორკი ერთ-ერთია აშშ-ის ხუთი დიდი ქალაქიდან, რომელსაც სასმელი წყალი გამწმენდი ქარხნების გარეშე სუფთად მოეწოდება.


ნიუ-იორკი


  
ნიუ-იორკი — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი»

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია : ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.




ქალაქს ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი უცხოელი და ამერიკელი ტურისტი სტუმრობს.[38] მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა ემპაია სტეიტ ბილდინგი, ელის აილენდი, ბროდვეის თეატრალური სპექტაკლები, მუზეუმები და სხვა კულტურულ-გასართობი ცენტრები, როგორიცაა ცენტრალ-პარკი, ვაშინგტონ სქვეა პარკი, როკფელერის ცენტრი, ტაიმს-სქვერი, ბრონქსის ზოოპარკი, ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, ფეშენებელური შოპინგი მეხუთე და მედისონის ავენიუებზე, ღონისძიებები — ჰელოუინ პარადი გრინვიჩ-ვილიჯში, ტრიბეკას კინოფესტივალი, უფასო წარმოდგენები ცენტრალ პარკში სამერსტეიჯზე. თავისუფლების ქანდაკება მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ასევე აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო.[39] მრავალი ეთნიკური უბნები, როგორიცაა ჯეკსონ-ჰაიტსი, ფლაშინგი და ბრაიტონ-ბიჩი, კი მთავარი მოსანახულებელი ადგილებია პირველი და მეორე თაობის ამერიკელებისთვის მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ.  


საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრობის უმთავრესი საშუალებაა ნიუ-იორკელთათვის. დაახლოებით ერთი მასტრანსპორტის ყოველი სამი მომხმარებლიდან აშშ-ში და ქვეყნის რკინიზგის მგავრთა ორი-მესამედი ნიუ-იორკსა და მის გარეუბნებში ცხოვრობს. ეს ფაქტი კონტრასტულია დანარჩენ ქვეყანასთან, სადაც მოსახლეობის 90% სამსახურში საკუთარი ავტომობილით მგზავრობს. ნიუ-იორკი ერთადერთი ქალაქია აშშ-ში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს (მანჰეტენზე მოსახლეობის 75%-ზე მეტს საკუთარი მანქანა არ ჰყავს; მთელი ქვეყნის მასშტაბით, კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ია).


ნიუ-იორკის მეტრო უდიდესი სწრაფი ტრანზიტის სისტემაა მსოფლიოში ლიანდაგის სიგრძით (1,062 კმ) და მოქმედი სადგურების რაოდენობის (468) მიხედვით. ის ასევე სიდიდით მეოთხეა წლიური მგზავრთა ტვირთბრუნვის (1,4 მილიარდი მგზავრი 2005 წ.) მიხედვით. სატრანსპორტო სისტემა ნიუ-იორკში ძვირი და კომლექსურია. ის მოიცავს ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდს ჩრდილოეთ ამერიკაში (ვერაძანოს ხიდი), მსოფლიოში პირველ მექანიკურად ვენტილირებულ სამანქანო გვირაბს, 12.000-ზე მეტ ყვითელ ტაქსს და საბაგირო ტრამვაის, რომელსაც მგზავრები რუზველტის კუნძულსა და მანჰეტენს შორის გადაჰყავს.