Monday, May 23, 2011

არქიტექტურა

ნიუ-იორკისთვის ყველაზე დამახასიათებელი მშენებლობის ფორმა ცათამბჯენია, პიონერული ურბანული ფორმა, რომელმაც ქალაქის იერი დაბალი სიმჭიდროვის ევროპული ტრადიციიდან ვერტიკალურად აზიდულ ბიზნეს უბნებად აქცია. ძირითადად წყლით შემოფარგლული ნიუ-იორკის მცხოვრებთა სიმჭიდროვემ და კომერციულ უბნებში უძრავი ქონების სიძვირემ განაპირობა ქალაქში ინდივიდუალური, ცალკემდგომი ოფისებისა და საცხოვრებელი კოშკების უდიდესი რაოდენობა მსოფლიოში.


 ნიუ-იორკს არქტიტექტურულად მნიშვნელოვან შენობათა ფართო სპექტრის სტილის დიდი რაოდენობა აქვს. მათ შორისაა ვულუორზ ბილდინგი (1913), ადრეული გოთური აღორძინების ცათამბჯენი აგებული მასიური მასშტაბის გოთური დეტალებით, რომელიც რამდენიმე ასეული ფუტიდანაც კი ქუჩის დონიდან გარკვევით ჩანს შეუიარაღებელი თვალით. 1916 წლის ზონირების რეზოლუციით დაკანონდა შენობების გამიჯვნა და სიმაღლის კოეფიციენტები ლოტების ზომასთან მიმართებაში, ქუჩების დაბნელების თავიდან ასაცილებლად. არტ-დეკოს სტილის კრაისლერის შენობა (1930), მისი დავიწროებული სახურავითა და ლითონის ქიმით, ამ ზონირების მოთხოვნის გამოძახილი იყო. ეს შენობა მრავალ ისტორიკოსთა და არქიტექტორთა მიერ ნიუ-იორკის ყველაზე დახვეწილ არქიტექტურულ ნიმუშად მიიჩნევა, მისი გამორჩეული ორნამენტულობით, როგორიცაა 61-ე სართულის 1928 წლის კრაისლერის მოდელის არწივის ჩუქურთმა და V-ფორმის ჩაშენებული განათება კოშკის გვირგვინში, რომელსაც ლითონის ქიმი ამშვენებს.საერთაშორისო სტილის აშშ-ში ზედმიწევნით გავლენიანი ნიმუშია სიგრამის შენობა (1957), გამორჩეული მის ფასადში ხილული ბრინჯაოსფერი კარკასით, რომელიც შენობის სტრუქტურას იმეორებს. კონდე ნასტის შენობა (2000) კი ამერიკულ ცათამბჯენებში ე.წ. მწვანე დიზაინის მნიშვნელოვანი ნიმუშია.




ნიუ-იორკის საცხოვრებელი უბნების ხასიათს უმეტესწილად განაპირობებს ელეგანტური ბრაუნსტოუნის ტერასული სახლები, ტაუნჰაუზები და საბინაო კომპლექსები, რომლებიც 1870—1930 წლების სწრაფი ექსპანსიის პერიოდში აშენდა ქვა და აგური ქალაქის მთავარი სამშენებლო მასალა 1835 წლის დიდი ხანძრის შემდეგ გახდა, რომელმაც ქალაქის თითქმის მთელი ხის კარკასით ნაგები ნაწილი გაანადგურა. პარიზისგან განსხვავებით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მისივე გრუნტის კირქვით შენდებოდა, ნიუ-იორკი სამშენებლო მასალას ყოველთვის შორეული ქვის მაღაროებიდან იღებდა, რაც კარგად ჩანს მისი შენობების ფასადის მრავალფეროვან ქვის ფაქტურაზე და ტონებზე. ქალაქის მრავალი შენობის გამორჩეული ელემენტია სახურავებზე აღმართული ხის წყლის კოშკები. 1800-იან წლებში ქალაქი საჭიროებდა მათ დამონტაჟებას ექვს სართულზე მაღალ ყველა შენობაზე, რათა თავიდან აეცილებინათ წყლის დიდი წნევა დაბალ სართულებზე, რომელსაც მუნიციპალური კანალიზაცის მილების დახეთქვა გამოწვევა შეეძლო. ბაღებიანი სახლები პოპულარული გახდა 1920-იან წლებში ქალაქის გარეუბნებში, მათ შორის ჯექსონ ჰაიტსში, ქუინსი, რომელიც უფრო ადვილად მისასვლელი გახდა ამ უბანში მეტროს გაყვანის შემდეგ.

No comments:

Post a Comment